საქართველოში ახალგაზრდა დერმატოლოგთა ასოციაცია დაარსდა

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ საქართველოში ოფიციალურად შეიქმნა ახალგაზრდა დერმატოლოგთა ასოციაცია - პროფესიული პლატფორმა, რომლის მიზანია ახალგაზრდა დერმატოლოგებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო და პრაქტიკული სივრცის შექმნა.

ასოციაცია ფუნქციონირებს კლინიკა კანის ბაზაზე, სადაც თავმოყრილია ინოვაციური ტექნოლოგიები, კლინიკური გამოცდილება და პროფესიონალი ექიმების გუნდი. აღნიშნული გარემო უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის რეალურ შესაძლებლობას - განავითარონ ცოდნა, დაეუფლონ თანამედროვე მიდგომებს და მიიღონ მრავალმხრივი მხარდაჭერა.

დერმატოლოგიის სფერო სწრაფად ვითარდება, ჩნდება ახალი ტექნოლოგიები და მკურნალობის მეთოდები. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო პლატფორმა, რომელიც დაეხმარება ახალ თაობას უწყვეტ განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში.

რას სთავაზობს ასოციაცია ახალგაზრდა ექიმებს?

- მონაწილეობა კონფერენციებში, ტრენინგებსა და ვორქშოპებში
- კლინიკა კანის სამედიცინო კონსილიუმის მხარდაჭერა
- ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერულ მხარდაჭერაზე უფასო წვდომა
- ჩართვა სამეცნიერო კვლევებსა და გრანტ პროგრამებში
- მონაწილეობა ასოციაციის შიდა სამუშაო ჯგუფებში

ასოციაციის მისიაა ახალი თაობის ექიმების გაძლიერება, განათლების სტანდარტების განვითარება და დერმატოლოგიის სფეროს წინსვლა საქართველოში.

საქართველოა ახალგაზრდა დერმატოლოგთა ასოციაციაში გაწევრიანების პირობები და გაწევრიანების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:

პირობები გაწევრიანება