მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ საქართველოში ოფიციალურად შეიქმნა ახალგაზრდა დერმატოლოგთა ასოციაცია - პროფესიული პლატფორმა, რომლის მიზანია ახალგაზრდა დერმატოლოგებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო და პრაქტიკული სივრცის შექმნა.
ასოციაცია ფუნქციონირებს კლინიკა კანის ბაზაზე, სადაც თავმოყრილია ინოვაციური ტექნოლოგიები, კლინიკური გამოცდილება და პროფესიონალი ექიმების გუნდი. აღნიშნული გარემო უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის რეალურ შესაძლებლობას - განავითარონ ცოდნა, დაეუფლონ თანამედროვე მიდგომებს და მიიღონ მრავალმხრივი მხარდაჭერა.
დერმატოლოგიის სფერო სწრაფად ვითარდება, ჩნდება ახალი ტექნოლოგიები და მკურნალობის მეთოდები. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო პლატფორმა, რომელიც დაეხმარება ახალ თაობას უწყვეტ განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში.
რას სთავაზობს ასოციაცია ახალგაზრდა ექიმებს?
- მონაწილეობა კონფერენციებში, ტრენინგებსა და ვორქშოპებში
- კლინიკა კანის სამედიცინო კონსილიუმის მხარდაჭერა
- ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერულ მხარდაჭერაზე უფასო წვდომა
- ჩართვა სამეცნიერო კვლევებსა და გრანტ პროგრამებში
- მონაწილეობა ასოციაციის შიდა სამუშაო ჯგუფებში
ასოციაციის მისიაა ახალი თაობის ექიმების გაძლიერება, განათლების სტანდარტების განვითარება და დერმატოლოგიის სფეროს წინსვლა საქართველოში.
Dr. C.D. Villarreal-Villarreal-სა მისი კოლეგების მიერ გამოქვეყნდა რეტროსპექტიული
კვლევა, რომელშიც შეფასებულია მინოქსიდილის დაბალი დოზებით პერორალური მიღების ეფექტურობა
ტელოგენური ალოპეციის სამკურნალოდ, რომელიც ასოცირებულია გადატანილ COVID-19 ინფექციასთან
( პოსტ-კოვიდური ტელოგენური ალოპეცია – PTA).
კვლევის აქტუალობა ტელოგენური ალოპეცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ტიპის თმის ცვენაა,
რომელიც უმეტესად ვითარდება
ორგანიზმის სტრესული მდგომარეობების, ინფექციების, ჰორმონული დისბალანსისა და სხვა
ფაქტორების ფონზე. COVID-19 პანდემიის პერიოდში გამოვლინდა, რომ SARS-CoV-2 ინფექციის
გადატანა შესაძლოა გახდეს ტელოგენური ალოპეციის მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორი.
ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოსტ-კოვიდური
ტელოგენური ალოპეცია უმეტეს შემთხვევაში თვითგანკურნებად მდგომარეობას წარმოადგენს,
თმის ინტენსიური ცვენა ხშირად იწვევს ძლიერ ფსიქოემოციურ სტრესს, შფოთვასა და ცხოვრების
ხარისხის გაუარესებას. შესაბამისად, კლინიკურად აქტუალური გახდა ისეთი თერაპიული მიდგომების
მოძიება, რომლებიც დააჩქარებს თმის აღდგენას და შეამცირებს პაციენტთა დისკომფორტს.
კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია
კვლევა მოიცავდა 69 ზრდასრულ პაციენტს, რომლებსაც დაესვათ ტელოგენური ალოპეციის დიაგნოზი 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით
პერიოდში.
კვლევის ჯგუფის შემადგენლობა:
50 ქალი
(72,5%)
19 მამაკაცი
(27,5%)
ყველა მონაწილეს ადრე გადატანილი ჰქონდა SARS-CoV-2 ინფექცია და
კვლევის პერიოდში იღებდა მინოქსიდილს პერორალურად, დაბალი დოზებით.
მკურნალობის ეფექტურობის შეფასება განხორციელდა სპეციალური სკალის
– Hair Shedding Score (HSS) – გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს თმის ცვენის
რაოდენობრივი შეფასების ინსტრუმენტს.
Filsuvez წარმოადგენს მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება ბულოზური ეპიდერმოლიზის (Epidermolysis Bullosa – EB) მქონე პაციენტებში, მოზრდილებსა და ბავშვებში 6 თვის ასაკიდან.
ბულოზური ეპიდერმოლიზი წარმოადგენს იშვიათ მემკვიდრულ დაავადებას, რომლის დროსაც კანი ხდება უკიდურესად მყიფე და მცირე მექანიკური ზემოქმედებაც კი იწვევს ბუშტუკების, ეროზიებისა და ნაწიბურების წარმოქმნას. Filsuvez გამოიყენება EB-ის ორი ძირითადი ფორმის დროს:
დისტროფიულიბულოზურიეპიდერმოლიზი (DEB)
მოსაზღვრე ბულოზურიეპიდერმოლიზი (JEB)
EB მიეკუთვნება იშვიათ დაავადებათა ჯგუფს, რის გამოც 2011 წლის 23 თებერვალს Filsuvez-ს მიენიჭა “ორფანიმედიკამენტის” სტატუსი (orphan drug designation).
პრეპარატისშემადგენლობა Filsuvez შეიცავს არყისხისქერქიდანმიღებულმშრალექსტრაქტს, რომელიც
შედგება ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებებისგან – ტრითერპენებისგან, მათ შორის:
ბეტულინი
ბეტულინის მჟავა
ერითროდიოლი
ლუპეოლი
ოლეანოლის მჟავა
ეს ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კანის რეგენერაციულ პროცესებში.
კელოიდური ნაწიბური წარმოადგენს რთულ თერაპიულ პრობლემას. ის არამხოლოდ ესთეტიკურ დისკომფორტს ქმნის, არამედ ზოგჯერ დაკავშირებულია ისეთ სუბიექტურ ჩივილებთან, როგორიცაა წვა, ქავილი და დაჭიმულობა. მკურნალობის შემდეგ კი ყოველთვის არსებობს რეციდივის ან უფრო დიდი კელოიდური ნაწიბურის განვითარების რისკი.
კრიოთერაპია წარმოადგენს ერთ–ერთ უსაფრთხო მეთოდს, რომელიც გამოიყენება კელოიდური ნაწიბურების მკურნალობაში. არსებობს ტრადიციული, კონტაქტური კრიოთერაპია და კერისშიდა კრიოთერაპია, რომელიც შედარებით ახალი მეთოდია და სამეცნიერო მტკიცებულებები ჯერ კიდევ შეზღუდულია.
კერაში ჩატარებული კრიოთერპია დაბალ ტემპერატურას ქმნის ღრმა ნაწიბურის ცენტრალურ ნაწილში, რაც მინიმალურ ზიანსა და ჰიპოპიგმენტაციას იწვევს ზედაპირულ კანზე. ერთი პროცედურით მიღწეული ეფექტურობა დიდი ზომის კელოიდურ ნაწიბურებშიც კი მკვეთრად აღემატება ტრადიციული კრიოთერაპიის მრავალჯერადი პროცედურების შედეგს.
კერისშიდა კრიოთერპიის მკურნალობის დროს საშუალოდ პაციენტთა 7%-ში არ დაფიქსირდა შედეგი, ხოლო კონტაქტური მეთოდის შემთხვევაში — 10%-ში.
მკურნალობაზე განსაკუთრებით კარგად რეაგირებს ყურის (67%) და მხრის (60%) კელოიდური ნაწიბურები. პროცედურის დროს ტკივილის კუპირებისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას ორალური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და ადგილობრივი ანესთეზია, რომელიც მნიშვნელოვნად იწვევს ტკივილის შემცირებას მისაღებ ნიშნულამდე.
კონტაქტური კრიოთერაპიის პროცედურა გრძელდება დაახლოებით 30 წამის განმავლობაში თითო კელოიდური ნაწიბურისთვის. კერისშიდა კრიოთერაპიის ოპტიმალური შესრულებისთვის ზუსტი ოპტიმალური დრო არ არის განსაზღვრული და დამოკიდებულია მოცულობასა და ლოკალიზაციაზე.
მცირე კელოიდური ნაწიბურები შესაძლოა გაუმჯობესდეს კლასიკური კრიოთერაპიით, ხოლო კერაში ჩატარებული კრიოთერაპია წარმოადგენს სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, ეფექტურ და უსაფრთხო თერაპიულ ტექნიკას დიდი ზომის კელოიდური ნაწიბურებისთვის. ერთი პროცედურით მიღწეული ეფექტურობა დიდ უპირატესობას ანიჭებს კერაში ჩატარებულ კრიოთერაპიას კლასიკური კონტაქტური მეთოდების მრავალჯერად პროცედურებთან შედარებით.
წყარო:
მოამზადა: მარიამ დავლაშერიძემ
British Journal of Dermatology
DOI: 10.1111/bjd.19427
C. C. Zouboulis, T. Wild, V. A. Zouboulis, Y. Har-Shai
1 - 2 - 3 - 4 - შემდეგი გვერდი ...