მინოქსიდილის დაბალი დოზებით პერორალური თერაპიის ეფექტურობა COVID-19-ის შემდგომ განვითარებული ტელოგენური ალოპეციის მკურნალობაში.
Dr. C.D. Villarreal-Villarreal-სა მისი კოლეგების მიერ გამოქვეყნდა რეტროსპექტიული კვლევა, რომელშიც შეფასებულია მინოქსიდილის დაბალი დოზებით პერორალური მიღების ეფექტურობა ტელოგენური ალოპეციის სამკურნალოდ, რომელიც ასოცირებულია გადატანილ COVID-19 ინფექციასთან ( პოსტ-კოვიდური ტელოგენური ალოპეცია – PTA).
კლინიკური მონაცემები კვლევაში მონაწილეთა შორის COVID-19 ინფექციის მიმდინარეობა განაწილდა
შემდეგნაირად:
მსუბუქი
ან საშუალო სიმძიმის ფორმა – 79,7%
მძიმე ფორმა
– 11,5%
უსიმპტომო
მიმდინარეობა – 8,7%
საშუალო დრო ,SARS-CoV-2 ინფექციის გადატანიდან პოსტ-კოვიდური ტელოგენური ალოპეციის
დიაგნოზის დასმამდე, შეადგენდა 117 დღეს (დიაპაზონი: 80–181 დღე), რაც შეესაბამება ტელოგენური ფაზის ბიოლოგიურ
მახასიათებლებს.
შედეგები მინოქსიდილით მკურნალობის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა HSS მაჩვენებლის
თანმიმდევრული და სტატისტიკურად სარწმუნო შემცირება:
მე-2
ვიზიტზე: HSS – 5 [5–6]; P < 0,001
მე-3
ვიზიტზე: HSS – 4 [3–5]; P < 0,001
მე-4
ვიზიტზე: HSS – 2 [1–2]; P < 0,001
აღნიშნული დინამიკა მიუთითებს თმის ცვენის ინტენსივობის მნიშვნელოვან
და პროგრესულ შემცირებაზე მკურნალობის ფონზე.
პოსტ-კოვიდური ტელოგენური ალოპეციის სიმპტომების სრული ან პრაქტიკულად
სრული რეგრესიის საშუალო დრო შეადგენდა 93 დღეს (დიაპაზონი: 55–148 დღე).
კვლევის განმავლობაში არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი მოვლენები,
რაც ხაზს უსვამს თერაპიის უსაფრთხო პროფილს.
დასკვნები კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ:
მინოქსიდილის
დაბალი დოზებით პერორალური მიღება წარმოადგენს ეფექტურ თერაპიულ სტრატეგიას COVID-19-თან ასოცირებული ტელოგენური ალოპეციის მკურნალობაში;
თერაპია
აჩქარებს თმის ცვენის შემცირებას და აღდგენის პროცესს;
მკურნალობა
ხასიათდება კარგი ტოლერანტობითა და უსაფრთხოებით;
აღნიშნული
მიდგომა შეიძლება განხილულ იქნას როგორც პერსპექტიული ალტერნატივა პოსტ-კოვიდური
თმის ცვენის მართვაში.
კლინიკური მნიშვნელობა კვლევის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველდღიური დერმატოლოგიური
პრაქტიკისთვის, ვინაიდან პოსტ-კოვიდური ტელოგენური ალოპეცია წარმოადგენს სულ უფრო გავრცელებულ
პრობლემას. მინოქსიდილის პერორალური დაბალდოზიანი რეჟიმი შეიძლება იქცეს რაციონალურ
და ეფექტურ ინსტრუმენტად პაციენტთა მართვის ალგორითმში, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში,
როდესაც ადგილობრივი თერაპია არასაკმარისია.
სტატია მოამზადა: ქეთი გიგინეიშვილმა